Saturday, July 9, 2011

ნიკორწმინდის სასწაული

        
  1. პროექტის სახელწოდება: ნიკორწმინდის  სასწაული
  2. პროექტის მთავარი იდეა : ნიკორწმინდის,როგორც უნიკალური ხუროთმოძღვრების ძეგლის შესწავლა –ჩუქურთმის  და  ტაძრის მოხატულობის თვალსაზრისით.
  3. პროექტის  აქტუალობაპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების აღზრდას, კვლევითი და აღმოჩენითი უნარების განვითარებას,
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ნიკორწმინდის ტაძრის ისტორიას, კედლის მოხატულობის მნიშვნელობას, ჩუქურთმის სახეებს. შეისწავლიან სოფელ ნიკორწმინდის გეოგრაფიულ მდებარეობას, მეურნეობის დარგებს და სხვა ღირსშესანიშნეობებს.
  5. მონაწილეთა ასაკი : მე–11 კლასი
  6. ვადები და ხანგრძლივობა : 45 დღე
  7. მოსალოდნელი შედეგები :  შეიქმნება ფილმი ნიკორწმინდის შესახებ, განთავსდება ინფორმაცია ინტერნეტში, შედგება მოკლე ცნობარი, ფოტოალბომი, გამოვა კედლის გაზეთი.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :  მიკროავტობუსი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ლექსიკონი, ისტორიული და გეოგრაფიული მასალა .
  9. პროექტის მსვლელობა :  შეიქმნება  ხუთი  ჯგუფი და განაწილდება  მოვალეობები: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ნიკორწმინდის შესახებ, დაგეგმავენ ექსპედიციას რაჭაში, შეისწავლიან სოფლის ბუნებრივ პირობებს, მოინახულებენ ნიკორწმინდის ტაძარს, გადაუღებენ ფოტოებს კედლის ფრესკებს, იმსჯელებენ  მის ორიგინალობაზე და შეაფასებენ მას,  როგორც ეპოქის ფასეულობას, დაათვალიერებენ ტაძრის ჩუქურთმებს და შეადარებენ  ჩვენი სოფლის ფერისცვალების სახელობის ტაძარს, იმსჯელებენ მსგავსება–განსხვავებაზე, დაწერენ ჩანახატებს, შთაბეჭდილებებს კედლის გაზეთისთვის.
  10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :  ისტორია, გეოგრაფია,ისტ, ქართული, ხელოვნება.
  11. პროექტის ხელმძღვანელი:  ხათუნა გოგინაშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:xgoginashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: xgoginashvili@blogspot.com

ხათუნა გოგინაშვილი

ვმუშაობ რუისის  1–ლ საჯარო სკოლაში,  ვარ ფილოლოგი.